Friday, December 5, 2014

თემა
ალექსანდრე  მაკედონელი
სწავლების საფეხური  
საბაზო საფეხური,მე-7 კლასი

მოსწავლეთა პროფილი      
კლასში 12 მოსწავლეა,ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად არის საშუალო დონის.

გაკვეთლის მნიშვნელობა       
მოსწავლეები გონებრივი იერიშისა და მასალის კითხვის
საფუძველზე  ეცნობიან პირველი მსოფლიოს გამაერთიანებლისა და იმდროინდელი საბერძნეთისა და სპარსეთის დაახლოება -შერწყმის ისტორიას.

გაკვეთილის მიზნები და  შედეგები

1.მოსწავლემ  შეძლოს ალ.მაკედონელის ვინაობის განსაზღვრა და მისი დახასიათება
2.მოსწავლემ  შეძლოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ- გეოგრაფიული  ადგილის განსაზღვრა.
3.მოსწავლემ შეძლოს ისაუბროს სხვადასხვა ქვეყნის მმართ ველობის ფორმებზე, ტრადიციებზე,კულტურაზე,წესებზე და   განასხვავოს ისინი ერთმანეთისგან, ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქისადადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
წინასწარი  ცოდნა
რის მანიშნებელია მაკედონელი.
მაკედონიის  მოძებნა რუკაზე.
რა იყო მაკედონია.
ქართლის რომელი დამპყრობელი უკავშირდება ალ.მაკედონელის სახელს.
შეფასების საგანი და პროცედურები
1. ინფორმაციის  ანალიზის  უნარი.
2. ჯგუფური მუშაობის უნარი  
3. მიღებული ინფორმაციის გამოუენების უნარი.
შეფასება:განმავითარებელი და განმსაზღვრელი.     
სასწავლო მასალა და ტექნიკური   რესურსები
  
სახელმძღვანელო,ცარცი,დაფა,რუკა, მარკერი,ფორმატი
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელს უნდა შეეძლოს კლასის მართვა 
 გონებრივი იერიშის დროს.
 მოსწავლეები წინასწარ  ფლობენ  ინფორმაციას ჯგუფური მუშაობის შესახებ.ჯგუფური მუშაობის   შედეგად მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას , ყველა პრეზენტატორი იცავს დროის ლიმიტს. პრეზენტაციის საფუძველზე მოხდება თემის შეჯამება. შეჯამების შედეგად მოსწავლეები რუკაზე უჩვენებენ      იმ ტერიტორიებს, რომლებიც დაიპყრო ალ.მაკედონელმა

       1 ფაზა.
გონებრივი იერიში 7 წთ
1.გსმენიათ თუ არა ალექსანდრე მაკედონელის სახელი.
2.რა ვიცი ალ.მაკედონელის შესახებ
3.ალექსანდრეს წარმოშობაზე ანუ საცხოვრებელ ადგილზე რომელი სიტყვა მიგვანიშნებს.
4.გასულ წელს სად შეგხვდა ცნობები ალ მაკედონელის შესახებ.
5.რომელ ხანას ჩაუყარა საფუძველი ალ.მაკედონელმა.
2 ფაზა
გაკვეთილის შინაარსი
1.ტესტზე მუშაობა ჯგუფებში 12 წთ.    (ჯგუფი გაიყო 4 ნაწილად.)
თითოეული ჯგუფი ისაუბრებს სხვადასხვა თემაზე
2 პრეზენტაცია 12 წთ 
  თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე გააკეთებს   მიცემული დავალების პრეზენტაციას.
3 კითხვა -პასუხი -დისკუსია 7წთ       მასწავლებლის ჩართულობით ხორციელდება განხილული პრეზენტაციების შეჯამება    კითხვა -პასუხისა და დისკუსიის საფუძველ
ზე მოსწავლეების მიერ.
3 ფაზა     7წთ
აქტივობის შეჯამება
შევაჯამებ აქტივობებს, საშინაო დავალებად მივცემ.ტესტზე,წყაროსა და ინტერნეტში მო
ძიებული მასალის საფუძველზე,ან საბავშვო სახელმძღვანელოს,,ალექსანდრე მაკედონელი’
ხებ’’მიუთითონ ის პრინციპები,რასაც უნდა  დაყრდნობოდა ალ.მაკედონელის,,მსოფლიო
სახელმწიფო’’ . წაიკითხონ  წყაროები და იხელმძღვანელონ რუკის მიხედვით.

საგანი ისტორია

                                      შეფასების  რუბრიკა
       შეფასდება ჯგუფი თითოეული წევრი წარმომდგენი პრეზენტატორის მიხედვით
     საინტერესო  შესავალი                                                        1 ქულა
        (პრობლემის იდენტიფიცირება)                
ტესტის წარმოჩენის უნარი                                                    2 ქულა
         გუნდურობა და თანამშრომლობა                                        1 ქულა
        თემის გასაგებად წარმოდგენა
          (ლოგიკური ჯაჭვი)                                                               2 ქულა
        გასაგებად საუბარი                                                                  1 ქულა 
        თვალსაჩინოების გამოყენება                                                1 ქულა
       აუდიტორიასთან კონტაქტი                                                   1 ქულა

      დროის ლიმიტის დაცვა                                                           1 ქულა